Terms of Use

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების პირობები (შემდგომში „პირობები“, „გამოყენების პირობები“ ან „ხელშეკრულება“). ისინი მოქმედებს იურიდიულ უფლებებსა და ვალდებულებებს და მოიცავს უფლებებზე უარის თქმას, ვალდებულებების შეზღუდვასა და თქვენს გარანტიას ჩვენს მიმართ.

გამოყენების პირობები

ვებ-გვერდის მართვა ხდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სახელით და შეიცავს ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ტურისტების სახალხო პოსტების გამოყენებით, რომელიც გამოხატავს შთაბეჭდილებებს ქართული ღვინისა და საკვების, ბუნებისა და თავგადასავლის, ისტორიისა და კულტურის შესახებ.

ჩვენ შესახებ

კონტენტის გამოყენება შეიძლება ზოგადი ინფორმაციის, განხილვისა და გართობის მიზნებისთვის. ტერმინი „კონტენტი“ მოიცავს, შეზღუდვის გარეშე, ინფორმაციას, მონაცემებს, ტექსტებს, ფოტოსურათებს, წერილობით პოსტებსა და ინტერაქტიულ ფუნქციებს, რომელიც წარმოშობილია, მოწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი ვებ-გვერდის მეშვეობით ან მასთან დაკავშირებით. ჩვენ თანახმა ვართ, გაგიწიოთ ციფრული მომსახურება („მომსახურება“). მომსახურება მოიცავს საქართველოს გზამკვლევის ყველა პროდუქტს, ფუნქციას, რომელსაც ჩვენ წინასწარ მოგაწვდით საქართველოს წიგნის მისიისთვის - რათა უფრო დაგაახლოვოთ საქართველოს. თქვენს ციფრულ მომსახურების გამოყენების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ ინფორმაცია თქვენგან და თქვენს შეახებ. ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს ინფორმაციას ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს ჩვენი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკას, ასევე არჩევანს, რომელიც შეიძლება გქონდეთ გარკვეული ინფორმაციის შეგროვებასთან და დამუშავებასთან მიმართებაში. გთხოვთ, გამოყავით დრო ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გადასახედად. კონფიდენციალურობის პოლიტიკა შედის წინამდებარე ხელშეკრულებაში და შეადგენს წინამდებარე ხელშეკრულების ნაწილს.

თქვენი პრეზენტაციები

თქვენ წარმოადგენთ და გარანტიას გვაძლევთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით დაიცვათ ეს პირობები და რომ თქვენ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით მონაცემების შეგროვებას და გამოყენების პრაქტიკას, რაც დადგენილია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

პერსონალური შესაძლებლობების შეთავაზება აღმოჩენებისთვის

ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ თქვენი ურთიერთობები გაზიარებული გამოცდილების მეშვეობით, რომლის მიმართ არ ხართ გულგრილი. ამიტომ ჩვენ შევადგინეთ საქართველოს ციფრული წიგნი, რომელიც დაგეხმარებათ გამოცდილებების მოძიებაში, გაწევრიანებასა და გაზიარებაში, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

მონაცემთა მართვის პოლიტიკა.

ჩვენი მომსახურების მოწოდება მოითხოვს თქვენი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებას. კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვაზიარებთ ინფორმაციას. ის ასევე განმარტავს მრავალ გზას, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი ინფორმაციის კონტროლი. თქვენ უნდა დაეთანხმოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რათა შეძლოთ საქართველოს წიგნის ციფრული მომსახურებით სარგებლობა.

თქვენი ვალდებულებები

ჩვენი ვალდებულების სანაცვლოდ, გაგიწიოთ მომსახურება, ჩვენ გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული ვალდებულებები.

ვის შეუძლია საქართველოს წიგნის გამოყენება

ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი მომსახურება იყოს რამდენადაც შესაძლებელია ღია და ინკლუზიური, მაგრამ ჩვენ ასევე გვსურს, რომ ის იყოს უსაფრთხო, დაცული და შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. ამიტომ, თქვენ უნდა დაიცვათ რამდენიმე შეზღუდვა, რათა გახდეთ საქართველოს წიგნის თემის ნაწილი:

  • თქვენ უნდა იყოთ სულ მცირე 13 წლის.
  • თქვენთვის არ უნდა იყოს აკრძალული მომსახურების მიღება ნებისმიერ ასპექტში საქართველოს კანონის შესაბამისად.
  • თქვენ არ უნდა იყოთ ნასამართლევი სექსუალური ძალადობისთვის.

მოსაკრებელი

საქართველოს წიგნის მონაწილეებისა და სტუმრებისათვის არ არის დაწესებული მოსაკრებელი.

თაღლითობა

საქართველოს წიგნს შეუძლია შეაჩეროს ან გააუქმოს თქვენი ანგარიში, თუ ეჭვს ავიღებთ, რომ თქვენ ჩართული ხართ თაღლითურ საქმიანობაში ჩვენს ვებ-გვერდთან დაკავშირებით, ჩვენი შეხედულებისამებრ. თაღლითური ქმედება მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული, რეიტინგის სისტემის მანიპულაციას.

როგორ ვერ გამოიყენებთ საქართველოს წიგნის ციფრულ მომსახურებას

თქვენ გაქვთ წვდომა და იყენებთ ციფრულ მომსახურებასა და კონტენტს მხოლოდ პირადი და არაკომერციული მიზნებისთვის. წინამდებარე ხელშეკრულებით თქვენთვის მინიჭებული უფლებები ექვემდებარება შემდეგ შეზღუდვებს:

  • თქვენ არ შეგიძლიათ პირდაპირ ან ნებისმიერი კომპიუტერის, ტაბლეტის, ტელეფონის ან სხვა მოწყობილობის მეშვეობით (თითოეული „მოწყობილობა“) ან სხვა საშუალებით (ბრაუზერის, პროგრამული უზრუნველყოფის, პროგრამის ან კოდის ჩათვლით) წაშალოთ (i) ნებისმიერი საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშანი ან სხვა საკუთრების შენიშვნა, რომელიც დატანებულია ციფრულ მომსახურებაზე ან კონტენტზე, ან (ii) ნებისმიერი ციფრული უფლებების მართვის მექანიზმი, მოწყობილობა, ან სხვა კონტენტის დაცვა ან წვდომა რეგულაციის ღონისძიებებზე, რომელიც ასოცირებულია ციფრულ მომსახურებასთან ან კონტენტთან, შეცვალოთ, ჩაერიოთ ან გვერდი აუაროთ. თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ ციფრული მომსახურების ნებისმიერი ნაწილი (ნებისმიერ პროგრამაში ნებისმიერი გამოყენებული კოდის ჩათვლით), აწარმოოთ სამუშაოები მასზე, განახორციელოთ მისი დაშლა, დეკომპილირება ან დემონტაჟი.
  • თქვენ არ შეგიძლიათ პირდაპირ ან მოწყობილობის გამოყენებით ან სხვა საშუალებით გააკეთოთ ასლი, ჩამოტვირთოთ, პირდაპირ გადასცეთ, აღადგინოთ, გააკეთოთ ასლი, დააარქივოთ, გაავრცელოთ, ატვირთოთ, გამოაქვეყნოთ, შეცვალოთ, თარგმნოთ, განახორციელოთ ტრანსლაცია, შეასრულოთ, აჩვენოთ, გაყიდოთ, გადასცეთ რადიოთი ან განმეორებით გადასცეთ ციფრული მომსახურება ან კონტენტი, თუ პირდაპირ არ არის ნებადართული ჩვენ მიერ წერილობით. თქვენ არ შეგიძლიათ გააერთიანოთ ციფრული მომსახურება ან კონტენტი, ან პირდაპირ ან განმეორებით გადასცეთ ციფრული მომსახურება ან კონტენტი ნებისმიერი აპარატურული ან პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციის მეშვეობით, ან ხელმისაწვდომი გახადოთ ციფრული მომსახურება ან კონტენტი მონაცემთა ბლოკის ან მიერთებული ბმულების მეშვეობით, და თქვენ არ შეგიძლიათ სხვაგვარად მოაწყოთ ან გაართულოთ ციფრული მომსახურება ან კონტენტი მესამე მხარის კონტენტით, მასალით ან ბრენდინგით. თქვენ ასევე არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი გადაპროგრამირების რობოტები, ობობა-რობოტები, საძიებო რობოტები, ან სხვა მონაცემების შემგროვებელი და მომპოვებელი ხელსაწყოები, ავტომატური თუ მექანიკური, რათა წვდომა გქონდეთ ციფრულ მომსახურებაზე, კონტენტზე ან ნებისმიერ მათ ნაწილზე, შეიძინოთ, გააკეთოთ მათი ასლი, განახორციელოთ მონიტორინგი, გაწმინდოთ ან გააერთიანოთ ისინი. თქვენ არ შეგიძლიათ განზრახ ან შეგნებულად შეასრულოთ მოქმედება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არამიზანშეწონილი ტვირთი ან დატვირთვა ციფრულ მომსახურებაზე ან მის სერვერებსა და ინფრასტრუქტურაზე.
  • თქვენ არ შეგიძლიათ შექმნათ ბიზნესი, მთლიანადz ან ნაწილობრივ, ხელახლა გაყიდოთ, გაავრცელოთ, ჩაწეროთ ან გამოიყენოთ სხვა კომერციული მიზნებისთვის, ან შექმნათ საწარმოო სამუშაოები ან მასალები ციფრული მომსახურების (პროგრამულ უზრუნველყოფაში გამოყენებული ნებისმიერი კოდის ჩათვლით) ან კონტენტის რომელიმე ნაწილის გამოყენებით, იმის მიუხედავად სარგებლისთვის თუ არა.
  • თქვენ არ შეგიძლიათ სხვების იმიტაცია ან არასწორი ინფორმაციის მიწოდება. თქვენ არ უნდა გაამჟღავნოთ თქვენი პიროვნება, მაგრამ უნდა მოგვაწოდოთ ზუსტი და უახლესი ინფორმაცია (რეგისტრაციის ინფორმაციის ჩათვლით). აგრეთვე, თქვენ გეკრძალებათ თავის წარმოდგენა იმ პირად, ვინც არ ბრძანდებით, და თქვენ ვერ შექმნით ანგარიშს სხვისთვის, თუ არ გაქვთ ოფიციალური ნებართვა.
  • თქვენ გეკრძალებათ რამე კანონსაწინააღმდეგო, შეცდომაში შემყვანი ან თაღლითური ქმედება ან არალეგალური ან არაავტორიზებული მიზნებისთვის.
  • თქვენ ვერ დაარღვევთ (ვერ დაეხმარებით, ვერ წააქეზებთ სხვებს დაარღვიონ) წინამდებარე პირობებს ან ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
  • თქვენ ვერ გააკეთებთ ვერაფერს, რათა ჩაერიოთ ან ჩაშალოთ მომსახურების დაგეგმილი ოპერაცია.
  • თქვენ ვერ შექმნით ანგარიშებს ან გქონდეთ წვდომა ან შეაგროვოთ ინფორმაცია არაავტორიზებული გზებით. ეს მოიცავს ანგარიშების შექმნას ან ინფორმაციის შეგროვებას ავტომატური გზით ჩვენი ოფიციალური ნებართვის გარეშე.

ლიცენზია და საკუთრება

ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები („ინტელექტუალური საკუთრება“), რომელიც ასოცირებულია ვებ-გვერდთან და მის კონტენტთან („კონტენტი“) არის საქართველოს წიგნის საკუთრება. კონტენტი დაცულია საავტორო უფლებით და როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მოქმედი კანონებით. ვებ-გვერდის ელემენტები დაცულია სავაჭრო ნიშნით, სავაჭრო საიდუმლოთი, უსამართლო შეჯიბრებით და სხვა კანონებით, და შეიძლება არ მოხდეს მათი კოპირება ან იმიტაცია მთლიანად ან ნაწილობრივ. ყველა პირადი ნახატი, პიქტოგრამა, და სხვები, რომელიც ჩანს ვებ-გვერდზე არის საქართველოს წიგნის სავაჭრო ნიშნები, მომსახურების ნიშნები ან სავაჭრო გაფორმება („ნიშნები“), მისი ფილიალები ან სხვა ერთეულები, რომელსაც საქართველოს წიგნმა მიანიჭა უფლება და ლიცენზია, გამოიყენოს ამგვარი ნიშნები და არ შეიძლება გამოიყენოთ ან ხელი შეუშალოთ ნებისმიერი გზით საქართველოს წიგნის წერილობითი ოფიციალური თანხმობის გარეშე.

ვინ არის პასუხისმგებელი, თუ რამე მოხდება

ჩვენი პასუხისმგებლობა, თუ რამე მოხდება მომსახურებაზე (ასევე „ვალდებულება“) შეზღუდულია იმდენად, რამდენადაც კანონი ამას ნებას რთავს. თუ არის რამე საკითხი ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვიცით, რა შესაძლო ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს მას. თქვენ თანახმა ხართ, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი („ვალდებული“) ნებისმიერი დაკარგული მოგებისთვის, შემოსავლებისთვის, ინფორმაციისთვის ან მონაცემებისთვის ან თანმიმდევრული, სპეციალური, არაპირდაპირი, დამსჯელი, საჯარიმო ან შემთხვევითი ზარალისთვის, რომელიც წარმოიშობა ამ პირობების გამო ან დაკავშირებულია მათთან, მაშინაც თუ ჩვენ ვიცით, რომ ისინი შესაძლებელია. ეს ასევე გულისხმობს, რომ ჩვენ ვშლით თქვენს კონტენტს, ინფორმაციას ან ანგარიშს.

ამ პირობების ვადა

თუ ამ პირობების რომელიმე დებულება არაკანონიერია ან არ აქვს იურიდიული ძალა, ამან შეიძლება არ იმოქმედოს ნებისმიერი სხვა ნაწილის ან დებულების კანონიერებაზე.

როგორ მოვაგვარებთ დავებს

ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავის წარმოშობის შემთხვევაში დავის განხილვა ხდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.

ამ პირობების განახლება

ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ჩვენი მომსახურება და შეიძლება დაგვჭირდეს ამ პირობების ცვლილება ისე, რომ ისინი ზუსტად ასახავდეს ჩვენი მომსახურებასა და პოლიტიკას. თუ კანონით სხვაგვარად არ არის დადგენილი, ჩვენ შეგატყობინებთ (მაგალითად, ჩვენი მომსახურების მეშვეობით) ამ პირობების ცვლილებების შესახებ, რომელიც ძალაში შევა თქვენი წინასწარი დადასტურების გარეშე. ჩვენ გირჩევთ დროდადრო გადახედოთ ამ პირობებს და თუ თქვენ არ გსურთ ჩვენი მომსახურების გამოყენება განახლებული პირობების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ სურათები ვებ-გვერდიდან, თუ ისინი (მონაწილეები/მფლობელები) მოგვწერენ ელ. ფოსტაზე admin@diemge.com

გაზიარება :