სოციალური მედია მარკეტინგის ძალა

სოციალური მედია მარკეტინგის ძალა

სოციალური მედია თანამედროვე რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად. შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელიც კი არის კომპანია ოპერირებდეს საცალო სექტორში და არ ჰქონდეს Facebook ან/და Instagram გვერდი.

რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზებიც აქვს. თუნდაც Facebook-ის მაგალითზე:

• მსოფლიოში ყოველთვიურად 2.32 მილიარდი აქტიური უნიკალური მომხმარებელი იყენებს Facebook-ს

• 1.52 მილიარდი ადამიანი ყოველდღიურად რამდენჯერმე შედის თავის ანგარიშზე და ათვალიერებს კონტენტს

• 25-34 წლის ასაკობრივი ჯგუფი შეადგენს მთელი მომხმარებლების ყველაზე აქტიურ 29.7%-ს

• პლატფორმა მთლიანად მორგებულია თანამედროვე საზოგადოებრივ მოთხოვნილებებზე, ითვალისწინებს ადამიანთა ინდივიდუალურობას და მათ მათი ინტერესების შესაბამის კონტენტს სთავაზობს, რაც ბიზნესებს უფართოვებს მოქმედების არეალს და აძლევს საშუალებას უფრო მარტივად და ეფექტურად მიაწვდინოს ხმა საკუთარ მომხმარებლებსა თუ პოტენციურ კლიენტებს.

გაზიარება :